რა არის კრედიტი?
კრედიტი წარმოადგენს სტუდენტის დატვირთვის საზომ ერთეულს. კრედიტი პირობითი ერთეულია, რომელიც გამოხატავს იმ დროს, იმ საკონტაქტო და დამოუკიდებელი მუშაობის საათებს, რომლებიც სტუდენტს ამა თუ იმ კურსის/მოდულის/პროგრამის ასათვისებლად, შესაბამისი სწავლის შედეგების მისაღწევად სჭირდება.
სტუდენტის დატვირთვა, ECTS–ის მიხედვით, არის დრო, რომელიც სჭირდება ისეთი სასწავლო საქმიანობის განხორციელებას, როგორიცაა: ლექციები, სემინარები, პრაქტიკუმები, ლაბორატორიული სამუშაოები, სემინარის, შუალედური თუ საბოლოო გამოცდისთვის მზადება, რეფერატის, თარგმანის, პროექტის, პრეზენტაციის მომზადება, საწარმოო პრაქტიკა, საბაკალავრო, სამაგისტრო თუ სადოქტორო ნაშრომის შესრულება და სხვ.
• რამდენი კრედიტი უნდა დააგროვოს სტუდენტმა ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად?
ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს არანაკლებ 240 კრედიტისა, რომელთა განაწილება დამოკიდებულია შესაბამის ფაკულტეტსა და საგანმანათლებლო პროგრამაზე (კურიკულუმზე), თავად სტუდენტის სარჩევანზე.
• რამდენი კრედიტი უნდა დააგროვოს სტუდენტმა დიპლომირებული მედიკოსის ხარისხის მოსაპოვებლად?
დიპლომირებული მედიკოსის ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს არანაკლებ 300/360 კრედიტისა, სპეციალობის გათვალისწინებით.
• რამდენი საათია ერთი კრედიტი?
ერთი კრედიტი უტოლდება 25 საათს, რომელიც მოიცავს როგორც ე. წ. საკონტაქტო, ისე დამოუკიდებელ მუშაობას.
• რამდენი კრედიტის საგნების არჩევის საშუალება აქვს სტუდენტს აკადემიური რეგისტრაციის დროს?
სტუდენტს აკადემიური რეგისტრაციისას შეუძლია აირჩიოს სასწავლო კურსები არაუმეტეს 30 – 35 კრედიტისა. წლიურად არაუმეტეს 65 კრედიტისა. დამამთავრებულ სემესტრში 240 კრედიტის შესასრულებლად შესაძლებელია 40 კრედიტის აღება.
• რამდენი კრედიტი უნდა დააგროვოს მაგისტრანტმა მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად?
მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად მაგისტანტმა უნდა დააგროვოს 120 კრედიტი.
naat :)
Wednesday, May 18, 2011
ICT
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს ჩვეულებრივ უწოდებენ ICT–ს. იგი ხშირად გამოიყენება როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) გაფართოებული სინონიმი, მაგრამ როგორც წესი ICT უფრო ზოგადი ტერმინია, რომელიც ერთიანი საკომუნიკაციო და ინტეგრაციის სატელეკომუნიკაციო (სატელეფონო ხაზების და უკაბელო სიგნალის), ინტელექტუალური შენობის მართვის სისტემების და აუდიო _ ვიზუალური სისტემების თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების როლებს უსვამს ხაზს. ICT შედგება ყველა იმ ტექნიკური საშუალებისაგან რომელიც გამოყენება ინფორმაციის დაამუშავებლად და ეხმარება კომუნიკაციას, მათ შორის კომპიუტერულ და ქსელურ მოწყობილობებს, საკომუნიკაციო middleware–ს(არის კომპიუტერული პროგრამა, რომელიც აკავშირებს რამდენიმე პროგრამული უზრუნველყოფის კომპონენტს. პროგრამული უზრუნველყოფა მოიცავს კომპლექტურ მომსახურებას, რომელიც საშუალებას აძლევს ერთ ან მეტ მანქანაზე გაშვებული სხვადასხვა პროცესების ურთიერთქმედებას.) ასევე საჭირო პროგრამულ უზრუნველყოფას. სხვა სიტყვებით, ICT მოიცავს IT–ს, ისევე როგორც სატელეფონო, სამაუწყებლო მედიის ყველა სახის აუდიო და ვიდეოს დამუშავების და გადაცემის, და ქსელზე დაფუძნებული კონტროლისა და მონიტორინგის ფუნქციებს. ეს ფრაზა (ICT) პირველად დენის სტივენსონმა გამოიყენა 1997 წელის ბრიტანეთის მთავრობისადმი ანგარიშში, და 2000 წელს ბრიტანეთში ახალი „ეროვნული სასწავლო გეგმის“ დოკუმენტაციამ პოპულარიზება გაუკეთა მას.
ICT ხშირად გამოიყენება კონტექსტში "ICT საგზაო რუკა" რომელიც მიუთითებს გზას რომელსაც ორგანიზაცია გაივლის საკუთარი ICT საჭიროებების მიხედვით.
ტერმინი ICT ახლა უკვე გამოიყენება როგორც აუდიო _ ვიზუალური და სატელეფონო ქსელების კომპიუტერულ ქსელებთან ერთი მოდემით ან ბმულის სისტემის საშუალებით შერწყმის (კონვერგენცია) აღმნიშვნელი ტერმინი. არის დიდი ეკონომიკური სტიმული (სატელეფონო ქსელის აღმოფხვრის შემთხვევაში უზარმაზარი ხარჯების დაზოგვის სახით) აუდიო _ ვიზუალური, სამშენებლო მენეჯმენტისა და სატელეფონო ქსელის – კომპიუტერული ქსელის სისტემასთან შერწმისა და ერთიანი სისტემის გაყვანისა, რომელიც გამოიყენებს ერთიანი სიგნალის გავრცელებისა და მართვის სისემას. იხილეთ VOIP და ინტელექტუალური ინფრასტრუქტურის მართვა (IIM)."ჩემი სახელი"
ჩემი სახელი ნათია გვხვდება ჯერ კიდევ XV ს. დამდეგს: როგორც "ქართლის ცხოვრება" გვაუწყებს, მეფე გიორგი VII-ს ცოლად ესვა ქუცნა ამირეჯიბის ასული ნათია. ნათელას მსგავსად ნათია (ნათაი) გვხვდება კაცის სახელადაც (იხსენიება, მაგალითად, სვანეთის კრების მატიანეში, რომელსაც XIII ს. მეორე ნახევრით ათარიღებენ). მისგან ჩანს მიღებული გვარები: ნათაძე, ნათიძე, ნათიშვილი.იზირებას სხვადასხვა ქსელური სისტემების შერწყმის პროცესში.
ასევე ნათლობის სახელი მქვია ნანა და პატარა ინფორმაცია ამ სახელის შესახებ
(ბერძნული) "პაწაწინა". ეს სახელი ერქვა ქართლის დედოფალს, მირიანის მეუღლეს, მოციქულთა სწორს, რომლის დროსაც ქრისტიანობა დამკვიდრდა საქართველოში (IV ს.). არსებობს ვარაუდი, რომ ნანა შესაძლოა უკავშირდებოდეს ძველი ხეთური ღვთაების სახელწოდებას. მასთან კავშირშია მომდევნო რამდენიმე სახელიც.
(ნანა დედოფალი)
Subscribe to:
Posts (Atom)