
სტუდენტის დატვირთვა, ECTS–ის მიხედვით, არის დრო, რომელიც სჭირდება ისეთი სასწავლო საქმიანობის განხორციელებას, როგორიცაა: ლექციები, სემინარები, პრაქტიკუმები, ლაბორატორიული სამუშაოები, სემინარის, შუალედური თუ საბოლოო გამოცდისთვის მზადება, რეფერატის, თარგმანის, პროექტის, პრეზენტაციის მომზადება, საწარმოო პრაქტიკა, საბაკალავრო, სამაგისტრო თუ სადოქტორო ნაშრომის შესრულება და სხვ.
• რამდენი კრედიტი უნდა დააგროვოს სტუდენტმა ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად?

• რამდენი კრედიტი უნდა დააგროვოს სტუდენტმა დიპლომირებული მედიკოსის ხარისხის მოსაპოვებლად?
დიპლომირებული მედიკოსის ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს არანაკლებ 300/360 კრედიტისა, სპეციალობის გათვალისწინებით.
• რამდენი საათია ერთი კრედიტი?
ერთი კრედიტი უტოლდება 25 საათს, რომელიც მოიცავს როგორც ე. წ. საკონტაქტო, ისე დამოუკიდებელ მუშაობას.
• რამდენი კრედიტის საგნების არჩევის საშუალება აქვს სტუდენტს აკადემიური რეგისტრაციის დროს?
სტუდენტს აკადემიური რეგისტრაციისას შეუძლია აირჩიოს სასწავლო კურსები არაუმეტეს 30 – 35 კრედიტისა. წლიურად არაუმეტეს 65 კრედიტისა. დამამთავრებულ სემესტრში 240 კრედიტის შესასრულებლად შესაძლებელია 40 კრედიტის აღება.
• რამდენი კრედიტი უნდა დააგროვოს მაგისტრანტმა მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად?
მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად მაგისტანტმა უნდა დააგროვოს 120 კრედიტი.